ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე მოსწავლეთა პროექტების შეფასების პროცესში. გავეცანი თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან ჩემი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.
მოდულის ბოლოს დარჩენილი დრო გამოვიყენე რათა გადამეხედა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის, შევამოწმე ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
No comments:
Post a Comment