Saturday, September 12, 2015
პირველი მოდულის რეფლექსია
მასწავლებლის სახლმა დაგეგმა ინტელის ტრენინგები, რომელშიც სიამოვნებით ვღებულობ მონაწილეობას.ტრენინგს ატარებს დათო მალანია, რომელიც ცდილობს გასაგებად ახსნას მასალა და ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს.
პირველ დღეს განვიხილეთ ტრენინგის შემადგენელი მოდულები,რაც მდგომარეობდა ტრენინგის მიზნების განსაზღვრაში, შეგვახსენა ის სირთულეები რაც შეიძლება შეგვხვდეს ტრენინგის მსვლელობისას და წარმატება გვისურვა მუშაობის მსვლელობისას.
სწავლებისა და სწავლის მეთოდები ითვალისწინებს პროექტებით სწავლებას,რაც მოსწავლეებში იწვევს მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის პროცესის ხარისხიანად და საინტერესოდ წარმართვას.ძილიან დიდი სურვილი მაქვს საკუთარ პრაქტიკაში გამოვიყენო მსგავსი სიახლეები და მოსწავლეებში ხელი შევუწყო სწავლების დონის გაუმჯობესებას.
იმედია წარმატებით გავართმევ თავს ამ გამოწვევასაც.
პატივისცემით ინგა ნადარეიშვილი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment