Sunday, October 4, 2015

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

მოცემულ მოდელში განვიხილეთ, როგორ შვქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
ამავე მოდულის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით დოკუმენტი და პრეზენტაცია.  ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელეწყობისთვის.

პროექტის პორტფოლიო

დააჭირე აქ და დაათვალიერე პროექტის პორტფოლიო

Wednesday, September 30, 2015

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკუდებელი მოსწავლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება  რამდენიმე თვალსაზრისით.
წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებინა. შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. მომდევნო აქტივობებში ჩვენ წყვილებში და ჯგუფებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი  და შეფასების სტრატეგიები.

Sunday, September 27, 2015

მეხუთე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე მოსწავლეთა პროექტების შეფასების პროცესში. გავეცანი თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო  რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან ჩემი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.
მოდულის ბოლოს დარჩენილი დრო გამოვიყენე რათა გადამეხედა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის, შევამოწმე ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

Wednesday, September 23, 2015

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს პროექტში,განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის,პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.