Wednesday, October 7, 2015
Sunday, October 4, 2015
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
მოცემულ მოდელში განვიხილეთ, როგორ შვქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე ვიმსჯელეთ, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
ამავე მოდულის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით დოკუმენტი და პრეზენტაცია. ასევე, დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელეწყობისთვის.

Wednesday, September 30, 2015
მეექვსე მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკუდებელი მოსწავლისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.
წინა მოდულებში ჩვენ მოსწავლის როლი მოვირგეთ, რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებინა. შემდეგ კი მასწავლებლის ნაცნობ როლს დავუბრუნდით და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. მომდევნო აქტივობებში ჩვენ წყვილებში და ჯგუფებში ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მიღებული შედეგები დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.

Sunday, September 27, 2015
მეხუთე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე მოსწავლეთა პროექტების შეფასების პროცესში. გავეცანი თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან ჩემი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.
მოდულის ბოლოს დარჩენილი დრო გამოვიყენე რათა გადამეხედა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის, შევამოწმე ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
მოდულის ბოლოს დარჩენილი დრო გამოვიყენე რათა გადამეხედა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის, შევამოწმე ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.
Wednesday, September 23, 2015
მეოთხე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს პროექტში,განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის,პუბლიკაციის, ვიკის და ბლოგის ნიმუშები კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის. შექმნილი სასწავლო ნიმუშები შევაფასეთ პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.
Saturday, September 19, 2015
მესამე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ საავტორო უფლებების დაცვაზე,ასევე,გამიჩნდა კითხვები:
1) როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
2) როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება
3) როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად?
4) როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
მასალის გაცნობის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხები ადვილად გასაგები და გასააზრებელი გახდა.
Thursday, September 17, 2015
მეორე მოდულის რეფლექსია
ამ მოდულში დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. პირველ რიგში გამოვავლინე სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც გვსურს. მათზე დაყრდნობით დავსახე სასწავლო მიზნები,გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები,რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ შევადგენ დროში გაწერილ შეფასების გეგმის მონახაზს და განვსაზღვრავ შეფასების ფორმებს,შევქმნი შეფასების რუბრიკებს, რომელთა მეშვეობითაც შევაფასებ მოსწავლეთა ცოდნას და გავზომავ მოსწავლეთა საჭიროებებს.
Saturday, September 12, 2015
პირველი მოდულის რეფლექსია
მასწავლებლის სახლმა დაგეგმა ინტელის ტრენინგები, რომელშიც სიამოვნებით ვღებულობ მონაწილეობას.ტრენინგს ატარებს დათო მალანია, რომელიც ცდილობს გასაგებად ახსნას მასალა და ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს.
პირველ დღეს განვიხილეთ ტრენინგის შემადგენელი მოდულები,რაც მდგომარეობდა ტრენინგის მიზნების განსაზღვრაში, შეგვახსენა ის სირთულეები რაც შეიძლება შეგვხვდეს ტრენინგის მსვლელობისას და წარმატება გვისურვა მუშაობის მსვლელობისას.
სწავლებისა და სწავლის მეთოდები ითვალისწინებს პროექტებით სწავლებას,რაც მოსწავლეებში იწვევს მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის პროცესის ხარისხიანად და საინტერესოდ წარმართვას.ძილიან დიდი სურვილი მაქვს საკუთარ პრაქტიკაში გამოვიყენო მსგავსი სიახლეები და მოსწავლეებში ხელი შევუწყო სწავლების დონის გაუმჯობესებას.
იმედია წარმატებით გავართმევ თავს ამ გამოწვევასაც.
პატივისცემით ინგა ნადარეიშვილი.
Subscribe to:
Posts (Atom)